მედიის ცნობით, ქმრის, კიტ ურბანის ღალატისა და მასთან განქორწინების შემდეგ, ნიკოლ კიდმანი ქვეყანას ტოვებს და საცხოვრებლად პორტუგალიაში გადადის. მან ქალიშვილებთან, 17 წლის სანდი როუზთან და14 წლის ფეით მარგარეტთან ერთად ახალი ცხოვრების დასაწყებად არჩევანი ლისაბონიდან სამხრეთით მდებარე CostaTerra Gold and Ocean Club კომპლექსზე შეაჩერა.
58 წლის ნიკოლმა პორტუგალიის საიმიგრაციო სამსახურს საბუთები ჯერ კიდევ ივლისში წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ კიდმანი ცნობილი კოლეგების გარემოცვაში იცხოვრებს, მისი საცხოვრებელი კომპლექსის მახლობლად სახლები ისეთ ვარსკვლავებს აქვთ, როგორებიც არიან: ჯორჯ და ამალი კლუნები, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი. კურორტზე ქონებას ფლობენ ასევე პერის ჰილტონი და პრინცესა ევგენია.
ვიდეო: კიტ ურბანს ნიკოლ კიდმანის სახელის გაგონებაზე სცენაზე „გული წაუვიდა“
წყვილის ხმაურიანი განშორების შესახებ გასულ კვირას ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 57 წლის ქანთრი ვარსკვლავი, სიტუაციას თვალს შორიდან ადევნებს. მომღერალი ამ ეტაპზე გაურბის წითელ ხალიჩაზე გამოჩენასაც და თავს „დამცირებულად“ გრძნობს.
„ამჟამად მისთვის ყველაფერი ზედმეტად უხერხულია. კიტს უბრალოდ არ ჰყოფნის თავდაჯერებულობა, რომ მედიის წინაშე წარდგეს“, – აცხადებს წყარო.
მედიის ცნობით, კიტი მეუღლეს ახალგაზრდა მუსიკოსის გამო დაშორდა. საუბარია 25 წლის გიტარისტ, მეგი ბოსზე, რომელთანაც კიტი ბევრჯერ გადაიღეს.
