ქმრის ტელეფონის დაუკითხავად შემოწმებისთვის ცოლს საუდის არაბეთში დასჯა და პატიმრობა ემუქრება. როგორც უცხოური მედია ავრცელებს, ზემოთაღნიშნულ სიტუაციაში საქმე პირადი ცხოვრების უხეშად დარღვევის მუხლით აღიძვრება. ისლამური კანონმდებლობის მიხედვით, “ყველაფერი დამოკიდებულია შედეგზე. თუ ტელეფონის გაჩხრეკას ნეგატიური შედეგი არ მოჰყვება, მაშინ ეს ქმედება დასჯადი არ იქნება, ხოლო თუ პირიქით, მაშინ საქმე პირადი ცხოვრების უხეშად დარღვევის მუხლით აღიძვრება,” – წერს უცხოური მედია.
