ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯების, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის დაპროექტება იგეგმება.
იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ისპანის ტორფნარები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაცული ტერიტორიების მენეჯმენტთან ერთად მოინახულა და ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები განიხილა.