ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 47-წლამდე მამაკაცი.
ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.