LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

153
ლლლლლლლლლლლლლლლ

ქობულეთში 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ფორტუნას” განუცხადეს, ადგილზე მისულ ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები