ქობულეთში მკვლელობა მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.