ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი დღეს გაიხსნა. ადმინისტრაციული შენობის საზეიმოდ გახსნას ქობულეთში აჭარისმთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს გარემოსა დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავასთან ერთად დაესწრო.
შენობა ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს, სასტუმროს 4 ნომერს და კაფეტერიას მოიცავს. მშენებლობასა და შენობის კეთილმოწყობაზე 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობა კოლხეთის განვითარების ფონდის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფინანსურიმხარდაჭერით აშენდა და მოეწყო.
“კიდევ ერთი წარმატებული პროექტი რეგიონში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში არაჩვეულებრივი სივრცე, მრავალფუნქციური შენობა მოეწყო, სადაცგანთავსებული იქნება დაცული ტერიტორიების, როგორც ადმინისტრაცია, ასევე სასტუმრო კომპლექსი, კვების ობიექტები, დასასვენებელი ადგილები.რეგიონში ჩამოსული სტუმრები, ვიზიტორები ცენტრში სრულ ინფორმაციას მიიღებენ დაცულ ტერიტორიებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოსულმადამსვენებლებმა დაათვალიერონ დაცული ტერიტორიები, ულამაზესი ბუნება და მიიღონ სრული სერვისები”,-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა 26%-ით გაიზარდა.ასევე 32%-ით გაზრდილია დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი. 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან,უკრაინიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან ეწვია. 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 30%-ით გაიზარდა.
ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები გამორჩეული და უნიკალურია. ქობულეთის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობის, უნიკალური, რამსარის კონვენციით აღიარებული ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიზნით 1998 წელს შეიქმნა.
დღეისათვის ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 ტურისტული მარშრუტია მოწყობილი. რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნა ემსახურება არა მარტობუნების დაცვას, არამედ ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურგანვითარებაზე.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი დაუცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.