ქობულეთში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა ერთი ორსულიც.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ შემთხევა სოფელ ხუცუბანში მოხდა. დაშავებულები სხვადასხვა ტრამვით ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო