LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში ცეცხლაური-ჯიხანჯურის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტი დაიგო

95

ქობულეთში ცეცხლაური-ჯიხანჯურის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთი მოასფალტდა.

ასფალტის საფარი 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგო, გარდა ამისა, ცეცხლაური-ჯიხანჯურის მიმართულებით ამ ეტაპზე მოწყობილია 1444 გრძ.მ. ბეტონის არხი, ასევე 52 გრ.მეტრის საყრდენი კედლები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “სამკუთხედი” ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 098 878 ლარს შეადგენს.

აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჯამში 35, 254 კმ ასფალტობეტონის საფარი, ასევე 21,000 კმ. ბეტონის საფარის მოწყობაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, დაგეგმილია 5 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია, 44 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა.

სულ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის 13 335 901 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

https://www.youtube.com/watch?v=0BBTR2izeJ8&feature=youtu.be

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g