ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შუა ხნის მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, გუშინ შუა ხნის მამაკაცმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული.
როგორც „ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
