ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ქობულეთში, ზღვაში 22 თებერვლიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც რადიო „თავისუფლების“ ბელორუსული ბიურო იტყობინება, გარდაცვლილი ირინა სლიუსარია, რომელიც 22 თებერვალს, მეგობართან და ძაღლთან ერთად, ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე სეირნობდა.
როგორც გამოცემა წერს, ტალღამ ირინას ძაღლი ზღვაში შეიყვანა და ჩაძირა, რის გამოც მეგობრებმა გადაწყვიტეს, წყალში მის საშველად შესვლა, ამის შემდეგ ირინა გაუჩინარდა. მეგობარი გოგო კი გადარჩა, ის საავადმყოფოში მოათავსეს.
ირინა სლიუსარი საქართველოში ერთ-ერთი ბავშვთა თეატრის „მუსი და ციცინათელას“ მფლობელია. როგორც მედია წერს, ირინა სლიუსარი ბელარუსის ქალაქ ჟოძინში დაიბადა. დაამთავრა ბელორუსის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მუშაობდა თეატრის რეჟისორად.