LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში გველის ნაკბენით ტურისტი გარდაიცვალა

523
გველი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გველის ნაკბენის შედეგად გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა – „ფორტუნას“ ფაქტი ქობულეთის მერიაში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ჩაისუბანში ორი დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ცნობით, გერმანელმა ტურისტმა, რომელიც საქართველოს ოჯახთან ერთად სტუმრობდა, გველი სეირნობის დროს იპოვა და სახლში მიიყვანა. ტურისტი გველის კბენიდან მალევე გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტომ Ajaratimes.ge გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g