LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში მდებარე საშაურმე სავარაუდოდ 8 ადამიანის კვებითი ინტოქსიკაციის მიზეზი გახდა – დაჯარიმდა „გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“

154
საშაურმე

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ქობულეთში ერთ-ერთი საშაურმე კვებითი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე შეამოწმა, სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა“ – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სააგენტომ საშაურმე არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო დააჯარიმა და რეკომენდაციები გასცა. საშაურმეს ჯარიმა საქმიანობის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე განხორციელებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე ფუნქციონირებისთვის დაეკისრა:

„სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში საშაურმეში „გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და იმავე მისამართზე ფლობს საწარმოს, რომელიც ფუნქციონირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. შედეგად, ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები.

მონიტორინგის ფარგლებში, ობიექტიდან აღებულია სურსათის ნიმუშები, რომლებიც მიკრობიოლოგიური კვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე აცნობებს“- ნათქვამია ინფორმაციაში.

📣🌯 სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში საშაურმეში ,,გივის შაურმა…

Posted by სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency on პარასკევი, 21 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g