LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში მკაცრი კარანტინია და მიტროპოლიტი ეკლესიებს არ კეტავს – ბასილ კობახიძე

266
unnamed

“გამოდის საცირკო წარმოდგენა, სამხედროები კი ჯამბაზები”, – ამის შესახებ თეოლოგი ბასილ კობახიძე საკუთარ “ფეისბუქზე” წერს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთში მკაცრი საკანრტინო რეჟიმია გამოცხადებული, ეკლესიები მღვდელთმსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ, რაც მათ საფრთხეს უქმნის.

“ქობულეთში კარანტინს პოლიციასთან ერთად სამხედროებიც უზრუნველყოფენო. ანუ როგორი მკაცრი კარანტინია და პატრიარქის ძმისშვილი, ქობულეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ეკლესიებს არ კეტავს. მედიაც აშუქებს ამას. მთავრობა ენაჩავარდნილია. გამოდის საცირკო წარმოდგენა, სამხედროები ჯამბაზები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ წარმოდგენის ბოლოს მონაწილეებიც და მაყურებლებიც დაიხოცებიან”, – წერს ბასილ კობახიძე.

როგორ იცავენ საქართველოს სხვადასხვა ეკლესიებში სოციალურ დისტანციას (ფოტოები)

ეკლესიებში, სპეციალური მონიშვნებია გაკეთებული რათა, მოქალაქეებმა რეკომენდირებული დისტაცია დაიცვან.

შეგახსენებთ, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი, 20 შეთხვევა ქობულეთში გამოვლინდა. დღის ბოლოსთვის აჭარაში “კოვიდ 19”-ზე კიდევ 66 ადამიანის ანალიზის შედეგებს ელოლდებიან. ქობულეთში, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში, გადაადგილების შემზღუდავი ბლოკ-პოსტებია მოწყობილი. ჯარისკაცები 7 ადგილას არიან განლაგებული.

 

magti 5g