LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში მოზარდს პიროტექნიკა აუფეთქდა

266
BeFunky-collage (2)

ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდის მიერ ნასროლი პიროტექნიკა საწვავის ავზში ჩავარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

დაშავებული თავდაპირველად ქობულეთის კლინიკაში მოათავსეს. როგორც ქობულეთის „ევექსის“ ჰოსპიტალში განაცხადეს, 10 წლის ბიჭს მეორე-მესამე ხარისხის მრავლობითი დამწვრობა აღენიშნებოდა, რის გამოც, კატასტროფის ბრიგადამ, თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

„პაციენტი შემოყვანილია თვითდინებით, ახლობლების მიერ დამწვრობით, განპირობებული პიროტექნიკით. დამწვრობა განისაზღვრება მეორე-მესამე ხარისხით. არის გულმკერდის, ყელის მიდამოებში. კატასტროფის ბრიგადით გადაყვანილია თბილისში, დამწვრობის ცენტრში სტაბილურ მდგომარეობაში.

დამწვრობის ცენტრში გადაყვანა იყო საჭირო, რადგან აქვს მრავლობითი დამწვრობა გულის, ყელის მიდამოში, ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით და საჭიროებს შესაბამის მკურნალობას დამწვრობის ცენტრში, ამიტომ გადაყვანილია კატასტროფის ბრიგადის მიერ თბილისში. პაციენტი იყო კონტაქტური, 10 წლის ბიჭი“, – განაცხადა ქობულეთის „ევექსის“ ჰოსპიტალის ემერჯენსის მიმღებმა ექიმმა, ფატიმა ბეჟანიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g