LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში ოქროს მოპოვება იწყება

1531
238137893

„წიაღის ეროვნულმა სააგენტომ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების (ოქროსპილენძი) შესწავლამოპოვების მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომლის მიმდინარე ფასი 11150 ლარია.

აუქციონის პირობების მიხედვით, ძებნა-მოპოვებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს თანამედროვე სტანდარტების და მეთოდიკის შესაბამისად, რისთვისაც არანაკლებ 2 500 000 ლარი უნდა დაიხარჯოს და დასაქმდეს მინიმუმ 30 ადამიანი.

ამასთან, გამარჯვებული ვალდებულია მოპოვების სტადიაზე რესურსის მოპოვება განახორციელოს მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებით.

აუქციონი 15 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g