LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში, სოფელ ქვედა სამებაში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

137
Untitled design (1)

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სამებაში საცხოვრებელი სახლის უკანა ნაწილი ჩამოინგრა.

შემთხვევის დროს, ნოღაიდელების საცხოვრებელ სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია და ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, არსებულ მდგომარეობას ადგილზე მისული ქობულეთის მერი, მოადგილეებთან და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებული ოჯახის საკითხს შეისწავლიან და შესაძლებლობის ფარგლებში შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

 

ფოტო სლაიდზე: IPN , აჭარის ტელევიზია
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g