ქობულეთში ზღვაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ძლიერი ტალღების გამო, მან უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყავნას გულისხმობს.