LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქოცები ჩამოვარდნილები არიან.. გახარია ილევა“ – ჩერგოლეიშვილი IRI-ის კვლევის შედეგებზე

233
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება IRI-ის კვლევას, კერძოდ, „ქართული ოცნების“ რეიტინგის შემცირებასთან დაკავშირებულ შედეგებს. კითხვაზე, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 6%-ითაა შემცირებული.

„ყველაზე ცუდი ეს კვლევა არის ქოცებისთვის, გახარიასთვის, ლელოსთვის და ვაშაძისთვის.

ქოცები ჩამოვარდნილები არიან.

გახარია ილევა.

ლელო და ვაშაძე ლამის ერთადერთ ოპოზიციად ჩანან პარლამენტში და 2 პროცენტს ვერ სცდებიან.

ნაცები კვლავ ინარჩუნებენ სტატუს კვო ოპოზიციის სტატუსს ხუთიანით – გინდ ხაბე დაასვი და გინდ კობახიძე.

ანუ სანამ ალტერნატივა არ გაჩნდება, ეგენი მაგ წონაზე ისხდებიან და ქოცებთან მუდამ დამარცხებიან“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

IRI-ის კვლევის თანახმად, რეიტინგებში ივანიშვილს სააკაშვილმა გადაასწრო

magti 5g