ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი უკვე დაუბრუნდა ესპანეთს და “ლევანტეს” – კლუბში, სადაც თამაშობს.
„ჩვენი ჯარისკაცი დაბრუნდა სრული ძალებით!”, – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ გვერდზე ქართულად გამოქვეყნებულ სტატუსში.
„ლევანტეს“ გვერდზე გამოქვეყნებული ქართული სტატუსები კი ხავის დამსახურებაა.
ცოტა ხნის წინ კი ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ხავისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა – „ჩვენ აქ ვართ“. მოგვიანებით კი გიორგიმ დაწერა, „დაელოდეთ საინტერესო ვიდეოს“.
ამავე ფოტოს Geo Team ავრცელებს წარწერით – “ქოჩორამ ხავი საქეიფოდ წაიყვანა”, პოსტის კომენტარებში კი გიორგი ქოჩორაშვილი კიდევ ერთ ფოტოს გვიზიარებს, სადაც ხავი სუფრასთან იმყოფება. სუფრაზე კი ქართული კერძებია.