LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქოჩორაშვილთან მოვედით, ფოტოების გადაღება გვინდა… ველოდებით, ჩემი მთელი ოცნებაა ბუდუსთან სახლში ავიდე“ – პატარა ქომაგებმა ქოჩორაშვილს და ზივზივაძეს სახლებში მიაკითხეს

779
პატარა ქომაგები ქოჩორასთან და ბუდუსთან

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ, პატარა გულშემატკივრებმა მათ სახლებში მიაკითხეს და ამგვარად მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

პატარა ქომაგები და მომავალი ფეხბურთელები თავდაპირველად გიორგი ქოჩორაშვილთან მივიდნენ და მისგან ავტოგრაფები აიღეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ახლა კი ბუდუ ზივზივაძის სახლთან შეიკრიბნენ და მის გაღვიძებას ელოდებიან.

ბუდუ ზივზივაძის მამა: „გაოცებული ვარ გულშემატკივრების – ვაჯობეთ ყველას, ქომაგობით, სიყვარულით, ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, მადლობა მთელ საქართველოს“

მიხეილ მესხის სტადიონის ბაზაზე, სადაც სამშობლოში დაბრუნებული ნაკრების ფეხბურთელები აეროპორტიდან მივიდნენ, ასევე იმყოფებიან ფეხბურთელების ოჯახის წევრები, მწვრთნელები, ფედერაციის წარმომადგენლები და ქომაგების ნაწილი.  

ბავშვები ბუდუ ზივზივაძის სახლთან ფეხბურთის მაისურებითა და ბურთით მივიდნენ, მიიტანეს დროშა და ვიდრე ფეხბურთელი დაისვენებს, თავს ისევ ფეხბურთის თამაშით ირთობენ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში, დღეს დილით დაბრუნდა – 22:00 საათზე კი, თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ხვიჩა კვარაცხელია: „შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია“

პატარა გულშემატკივრებმა ქოჩორასა და ბუდუს სახლებში მიაკითხეს

პატარა გულშემატკივრებმა ქოჩორასა და ბუდუს სახლებში მიაკითხეს | შეხვედრა საყვარელ ფეხბურთელებთან

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Tuesday 2 July 2024

პოპულარულები