ამერიკელმა მსახიობმა ჯონი დეპმა ემბერ ჰერდთან განქორწინების შემდეგ „შვებით ამოისუნთქა“, ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ჟურნალი People წერს.
„ჯონი დიდ შვებას გრძნობს იმის გამო, რომ ყველაფერი დამთავრდა,“ – ამბობს წყარო.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ლოს-ანჯელესის სახლი, სადაც, თითქოს, ოჯახურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, დეპის მფლობელობაში რჩება.