LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწინებამ გადარჩენის შანსი გაზარდა

54

ამერიკელმა მედიკემბა გამოკვლევების შედეგად დაადგინეს, რომ გულზე ოპერაციის შემდეგ დაქვრივებული ან გაშორებული პაციენტები უფრო მეტად არიან მიდრეკილები სვადასხვა დაავადებების და სიკვდილის მიმართ, ვიდრე ქორწინებაში მყოფი პაციენტები. გამოკვლევის შედეგი ჟურნალში JAMA Surgery გამოქვეყნა.

უკვე ცნობილია ის, რომ ქორწინებაში მყოფი ადამიანები უფრო მარტივად იტანენ სერიოზულ ოპერაციებს. ახალ გამოკვლევაში 1576 პაციენტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც ბოლო 2 წლის მანძილზე გულზე ჩაუტარდათ ოპერაცია. აღმოჩნდა, რომ დაქვრივებულ და გაშორებულ პაციენტებს 40%-ით უფრო მეტი პრობლემები ქონდათ ჯანმრთელობასთან, ვიდრე დაქორწინებულებს. ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი იმ დახმარების შედეგია, რომლებსაც ოჯახის წევრები ერთმანეთს უზიარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები