ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი და მისი მეუღლე გვანცა ნიშნიანიძე ქორწინების 12 წლისთავს აღნიშნავენ.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში გვანცა მეუღლეს ქორწინების იუბილეს ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ ვაკო მისთვის გოლს გაიტანს.
„დღეს არის ჩვენი ქორწინების 12 წლისთავი, ჩვენ ვაკოს თამაშზე მივდივართ, დღეს შეყვარებულობის 13 ხოლო გაცნობის 30 წლისთავია, ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. იმედია გოლს გაიტანს და მომიძღვნის“ – ამბობს გვანცა ნიშნიანიძე.
მოგვიანებით კიდევ ერთ „სთორიში“ გვანცა აღნიშნავს, რომ ვაკომ მართლაც გაიტანა გოლი. ვაკოსთან და შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოში წყვილი ამბობს, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.
ვაკო ყაზაიშვილის თქმით, ყველა გოლს მეუღლეს უძღვნის.