სულ მალე ვიქტორია ბექჰემი საკუთარი კუნძულის მფლობელი გახდება: ქორწინების 20 წლის იუბილეზე დევიდ ბექჰემი მეუღლეს 9 მილიონ დოლარად შეფასებულ კუნძულს აჩუქებს.
წყაროს ცნობით, დევიდი კარიბის ზღვის აუზში, ბაჰამის არქიპელაგსა და ვირჯინიას კუნძულებს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, ვიქტორიას კუნძულზე 100 კვადრატულ მეტრზე დიდ ფართობზე გადაჭიმული მდიდრული ვილა, უზარმაზარი ქვიშის სანაპირო და რამდენიმე სასტუმრო ოთახი იქნება.
შეგახსენებთ, რომ დევიდმა და ვიქტორიამ 1999 წელს იქორწინეს. თანამედროვე სამყაროში მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარად მიიჩნევა.