LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწინების 70 წლის იუბილე წყვილმა საქორწინო ფოტოსესიით აღნიშნა

100

წყვილმა ქორწინების 70 წლის იუბილე საქორწინო ფოტოსესიით აღნიშნა. ფერის და მარგარეტ რომაირებს ერთმანეთი ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან შეუყვარდათ და 1946 წელს იქორწინეს კიდეც. მაშინ გრანდიოზული ქორწილისთვის არავის ეცალა და ცერემონია მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდა. წყვილს ფოტოების გადაღების საშუალებაც არ ქონდა, ამიტომ მათ ამ დღის სამახსოვროდ კადრები არ შემორჩენიათ. 70 წლის შემდეგ კი რომაირებს ოცნება შვილიშვილმა აუხდინა და მათ საქორწინო ფოტოსესია მოუწყო. აღსანიშნავია, რომ ბედნიერ წყვილს 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები