LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწინების ბეჭედი კვლავ ადგილზეა – ტინა ტერნერის მეუღლემ კვლავ იპოვა სიყვარული

129
page

სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 8 ,,გრემის” მფლობელი არტისტი, „როკ-ენ-როლის დედოფლად“ წოდებული ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ექსკლუზიური ინფორმაციით, არტისტის მეუღლემ, 69 წლის გერმანელმა პროდიუსერმა, ერვინ ბახმა კვლავ იპოვა სიყვარული.

ბახი ახალი პარტნიორის, 60 წლის ამერიკელი ქვრივის, ქრისტინა დე ლაბუშერის გვერდით ნამდვილად ბედნიერად გამოიყურება. ისინი მილანში, სეირნობისა დროს გადაიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბახი ახალ ურთიერთობას სულაც არ მალავდა, მის ხელზე კვლავ ჩანდა საქორწინო ბეჭედი, სიმბოლო იმისა, რომ ტინასთან გატარებული წლები მისთვის კვლავ დიდი მნიშვნელობის მატარებელია, მის მიმართ სიყვარული კი მარადიული.

ხანგრძლივი ავადმყოფობა, მეუღლის მიერ გადანერგილი თირკმელი და შვილის გარდაცვალება – ნახეთ ტინა ტერნერის უკანასკნელი ფოტოები

ცნობისთვის, ტინა ტერნერი და ერვინ ბახი ერთმანეთს 1980-იან წლებში, ტინას ევროპულ ტურნეზე შეხვდნენ. თითქმის 30 წლის შემდეგ მათ ოფიციალურად იქორწინეს, მათი კავშირი არტისტის სიცოცხლის ბოლო წუთებამდე გაგრძელდა.

ტინა ხშირად აღნიშნავდა, რომ ერვინი მის ცხოვრებაში „ნამდვილი საყრდენი“ იყო, ადამიანი, რომელმაც მას მძიმე წარსულის შემდეგ სტაბილურობა და უსაფრთხო გარემო აჩუქა.

ტინა ტერნერის აქამდე უცნობი სიმღერა ჩაწერიდან 40 წლის შემდეგ, პირველად გამოქვეყნდება

„მე რეალობას ვერ ვიღებდი“ – ტინა ტერნერის უკანასკნელი პოსტი „ინსტაგრამზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები