LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწინების გარეშე სექსი ყველაზე დიდი ცოდვა არ არის: რომის პაპი

405
romis-papi

რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებით, “ხორციელი ცოდვები არ არის ყველაზე სერიოზული”.

ჟურნალისტების შეკითხვაზე პარიზის არქიეპისკოპოსის, მიშელ ოპეტის შესახებ, რომელიც გასულ კვირას ქალთან “ორაზროვანი ურთიერთობის” გამო გადადგა რომის პაპმა უპასუხა:

“მიუხედავად იმისა, რომ 70 წლის ოპეტმა უარყო, რომ ურთიერთობა იყო სექსუალური (კათოლიკე მღვდლები დაუქორწინებლობის აღთქმას დებენ), მან თანამდებობა დატოვა, რათა ჭორებს ეკლესიისთვის ზიანი არ მიეყენებინა”.

ეპარქიის წარმომადგენელმა მაშინ თქვა, რომ “მას ჰქონდა ორაზროვანი ქცევა იმ ადამიანთან, ვისთანაც ძალიან ახლოს იყო” და დასძინა, რომ ეს “არ იყო სასიყვარულო ურთიერთობა” და არც სექსუალური.

“როდესაც ჭორები იზრდება, იზრდება, იზრდება და ვნებს ადამიანის რეპუტაციას, ეს ადამიანი ვერ შეძლებს მმართველობას… და ეს უსამართლობაა. ოპეტის თანამდებობა მსხვერპლად შეეწირა არა ჭეშმარიტებას, არამედ ფარისევლობას. ჩემს თავს ვეკითხები: რა გააკეთა ოპეტმა ისეთი სერიოზული, რომ გადამდგარიყო? თუ ჩვენ არ ვიცით ბრალდების არსი, ვერ დავგმობთ მას,”- დასძინა პაპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g