დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი მეუღლე ანუკი არეშიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ.
ანუკიმ და კახამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სოციალური ქსელის გამომწერებსაც მიულოცეს და სამების საკათედრო ტაძრიდან კადრები გაგვიზიარეს.
საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
