ქრისტინა აგილერას თაყვანისმცემლებს მოენატრათ მომღერლის ახალი კომპოზიციები და ვიდეოკლიპები. ვარსკვლავმაც არ დააყოვნა და American Music Awards-2017-ზე ტრიუმფით დაბრუნდა.
მომღერალმა ცერემონიაზე უიტნი ჰიუსტონის სიმღერები – „I will always love you“, „Run To Run“, „I’m every woman“, „I have nothing“ შეასრულა.
როგორც ყოველთვის, აგილერას გამოსვლა იყო გრანდიოზული და კაშკაშა. ამ ფაქტზე კომენტარი პინკმაც კი გააკეთა: „ჩვენი საღამო დღეს ქრისტინამ გააკეთა, ძალიან გვიყვარს ყველას უიტნი, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ აგილერას ნიჭით“.
ქრისტინა აგილერა ცერემონიაზე მისთვის უჩვეულო იმიჯით წარსდგა: მკვეთრი მაკიაჟი მოკრძალებულით ჩაანაცვლა, წითელი ტუჩსაცხის ნაცვლად კი ნატურალური ფერის საცხი ესვა.
https://www.youtube.com/watch?v=2yNYJmJdptw