LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინე ძიძიგური-ბაგრატიონი: “გარდაიცვალა ჩემი მამა თემურ ძიძიგური, ვერც კი ვიჯერებ, სიტყვების წარმოთქმაც მიჭირს…მამა გერქვას შენი შვილი ეს ყველაზე საამაყოა”

3924
BeFunky-collage (13)

ქრისტინე ძიძიგური-ბაგრატიონი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

ის მწუხარებით იუწყება, რომ 64 წლის ასაკში, მისი მამა, თემურ ძიძიგური გარდაიცვალა.

“შენ რჩები ჩვენს გულებში…” – პრინცი იოანე ბაგრატიონი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

“გარდაიცვალა ჩემი მამა თემურ ძიძიგური, 64 წლის ასაკში.

ვერც კი ვიჯერებ, სიტყვების წარმოთქმაც მიჭირს.

მას დარჩა 4 შვილი და 2 შვილიშვილი.

მამა იყო ცნობილი ყელ-ყურ ცხვირის ექიმი და ქირურგი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, უმაღლესი კულტურის და განათლების მქონე ადამიანი, რომელიც ყველას საოცრად უყვარდა.

იგი ასევე იყო მთამსვლელი, ძალიან უყვარდა მთაში სიარული, სადაც ნანახს მის მიერ შექმნილი ნახატებით და ფოტოსურათებით აღბეჭდა, შემდეგ კი გამოფენებზე ყველას უზიარებდა. საქართველოში თითქმის ყველა მთა ფეხით მოვლილი ჰქონდა და მეტყოდა ხოლმე ‘არ არსებობს ბუნებაზე დიდი ხელოვანი’-ო.

დიდ პატივს სცემდა ხელოვნებას, უკრავდა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, მღეროდა და ასევე ქმნიდა მუსიკალურ კომპოზიციებს.

მამა გერქვას შენი შვილი ეს ყველაზე საამაყოა, შენ ჩვენ ყველას დაგვიტოვე ის ღირსეული სახელი, რომელიც მთელი ცხოვრება გაგვყვება საამაყოდ, დიდ მადლობას გიხდი ამისთვის. ❤ ❤ ❤

უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი,” – წერს ქრისტინე ძიძიგური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g