LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინე იმედაძის მამა: „პენელოპე კრუსმა როგორც კი „ოსკარი“ მოირგო, გახარებული გამოიქცა მანქანისკენ და თან, ჩემს სახელს კიოდა…“

616
კოკა იმედაძე

კოკა იმედაძე ია ფარულავას ძმა და ქრისტინე იმედაძის მამაა.

ის აშშ-ში წლებია ცხოვრობს და ლიმუზინით ჰოლივუდის ვარსკვლავებს ატარებს.

მის კლიენტებს შორის არიან შერონ სთოუნი, რონ პერლმანი ანჯელინა და ჯოლი და ბრედ პიტი.

კოკა იმედაძე  ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, როგორ უწინასწარმეტყველა პენელოპე კრუსს „ოსკარის“ მიღება:

„პენელოპეს ძალიან ლამაზი კაბა ეცვა და მანქანაში ჩაჯდომა გაუჭირდა, ნერვიულობდა, კაბა მეკუჭებაო. მართლა ძალიან განიცდიდა. ესპანელია, ჩვენსავით ემოციური გოგოა. ვატყობდი, რომ ცოტა ხანში „მაგრად აკრეფდა“ და მინდოდა, ცოტა განმეტვირთა(იცინის). ვუთხარი, გული მიგრძნობს, დღეს „ოსკარი“ უნდა მოიგო-მეთქი და მართლა არ მოიგო?! როგორც კი გარეთ გამოვიდა, გახარებული, „ოსკარით“ ხელში გამოიქცა მანქანისკენ და თან, ჩემს სახელს კიოდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g