დღეს, 26 აგვისტოს, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა.
ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 31 704 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათ შორის არის მომღერალ ქრისტინე იმედაძის შვილიც – ტაისია ჯაკობია, რომელიც „კავკასიის უნივერსიტეტში“, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ინფორმაციას ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და ტაისიას სტუდენტობას ულოცავს.
„გილოცავ. წინააღმდეგობების ყველა ტური მოიგე. რა მაგარი გოგო ხარ! წარმატებები“, – წერს ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში.
Taisia Jakobia გილოცავ 🫶🏽🎉💫 წინააღმდეგობების ყველა ტური მოიგე 😉 რა მაგარი გოგო ხარ! 💫💫💫 🫶🏽🫶🏽🫶🏽 წარმატებები😘
Posted by Christine Imedadze on სამშაბათი, 26 აგვისტო, 2025
ქრისტინე იმედაძის შვილის ბოლო ზარი – რა დაუწერა ია ფარულავამ სამახსოვრო პერანგზე ტაისია ჯაკობიას