მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი, რომელმაც ბერა ივანიშვილის შესახებ სხვადასხვა მედიაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მეგობრისგან ბერას სტატუსზე დაკომენტარების გამო შეურაცხყოფა დაიმსახურა, ასევე არ გადაუხადეს მოთოვნილი თანხა ერთ-ერთ სიმღერაში ბექვოკალების დადების სანაცვლოდ, კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს. ის წერს, რომ შალვა რამიშვილის გადაცემაში მას განიხილავენ და ეს კარგია, ე.ი. მისი ნათქვამი “სწორად მოხვდათ”.
“ატყდა განგაში და შემოვარდა ბერა საძმაკაცოთი, ამიკოს მეთაურობით 5-6 ბიჭი” – რას იხსენებს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი
„მეგობრებო, ამორალური 1 ლარიანი შალვას და მისი ფილოსოფოსების აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის:)) მომაწოდეს უკვე:))) ძალიან კარგია, თუ განიხილავენ ჩემს ამბავს, ესე იგი სწორად მოხვდათ:)) ასევე ტროლ-ბოტების კომენტარებიც არაფერს ნიშნავს. ერთი ტყუილი არ დამიწერია და არ მითქვამს. დანარჩენს დრო მიხედავს. სიმღერის და სტუდიის ამბავი ვისაც არ გჯერათ, ამ ერთხელ პატივს დავდებ და გავზიარებ:) პ.ს. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს, ან ამაზე უარესი შედეგი მექნებოდა. კი! ძალიან ვღელავ!! არ არის მარტივი! მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე მეთქვა ის, რაც მოხდა“.
ქრისტინემ ასევე გამოაქვეყნა ბერას რეპერტუარიდან სიმღერა, რომლის ბექვოკალებიც მას ეკუთვნის.