LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრთამის აღებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 4 თანამშრომელი დააკავეს

129
დაკავება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავა.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული პირები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ ფულად თანხას.

ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს.

ზემოხსენებული ქმედების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

magti 5g