,,დისნეიმ” ,,ალადინის” ეკრანიზაციის ახალი პოსტერი და თრეილერი გამოაქვეყნა.
View this post on Instagram
Check out the new poster for Disney’s #Aladdin. See it in theaters May 24.
A post shared by Disney’s Aladdin (@disneyaladdin) on
ეფექტურ ვიდეოში, რომელიც ქსელში ერთი საათის წინ გავრცელდა, ისეთი საუნდტრეკების ახალი ვერსიები ჟღერს, როგორებიცაა: ,,ოსკაროსანი” A Whole New World და Friend Like Me, რომლებზეც კვლავ ალან მენკენმა იმუშავა.
აღსანიშნავია, რომ კომპოზიციებს ანიმაციის რიმეიქში, კინოსურათის მთავარი გმირების როლის შემსრულებლები, მინა მასუდი, ნაომი სკოტი და უილ სმიტი მღერიან.
შეგახსენებთ, რომ არაბი ბიჭისა და პრინცესა ჟასმინის სიყვარულის შესახებ, გაი რიჩის რეჟისორობით გადაღებული სრულმეტრაჟიანი ფილმი დიდ ეკრანებზე 2019 წლის 24 მაისიდან გამოჩნდება.