LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში Porshce 911 Turbo-ს პირველი კადრი გავრცელდა

77
porsche

ქსელში სპორტქარის Porsche 911 ტურბო-ვერსიის კადრი გამოჩნდა. ავტომობილი მწარმოებლის ქარხანაშია გადაღებული და ფოტო ბრენდის ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

„პორშე“ 911 ტურბოს ოფიციალური პრემიერა ჯერ არ შემდგარა. სუპერქარის წინამორბედი 3.8 ლიტრის მოცულობის ბიტურბო ძრავითაა უზრუნველყოფილი და 540 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. სპორტული პაკეტის მქონე ვერსიას „ასეულის“ განვითარება 3 წამში, Turbo S-ს კი 2,9 წამში შეუძლია.

ხოლო, თუ როგორი ტექნიკური მახასიათებლები ექნება სიახლეს – ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება. მოდელი სავარაუდოდ, 450 ძალის ბიტურბო ძრავს მიიღებს და 100 კმ-ს 3,5 წამში განავითარებს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ახალი ტურბო-ვერსიის პრემიერა მარტში, ჟენევის ავტოსალონზე უნდა შედგეს.

 

View this post on Instagram

 

What do we have here ? 992 Turbo ? (First official post)

A post shared by Todd Schleicher (@t_schleicher) on

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g