პორტალმა Venture Beat სმარტფონების, Samsung Galaxy S9-ისა და S9+-ის ფოტოები გამოაქვეყნა.
ცნობილია, რომ S9-ს 5,8 დიუმიანი ეკრანი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება, ხოლო S9+-ს 6,2 დიუმიანი ეკრანი, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება ექნება.
თითის ანაბეჭდის სენსორი კამერის ქვეშ განთავსდება და არა მის გვერდით, როგორც ეს წინა მოდელს აქვს.