LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქუჩაში ქალი ვიპოვეთ, ორი პატარა ბავშვით… ისეთი საწყალია, ეგრევე ტირილს იწყებს ლაპარაკისას, გული გამისკდა – შიმშილმა გამოიყვანა, შეგვიძლია ორ დღეში შევცვალოთ მათი ცხოვრება“ – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

211
აკა სინჯიკაშვილი

ქველმოლმოქმედი აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ქალს, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილიშვილი ჰყავს, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება.

„სასწრაფოდ ყურადღება !!

ქუჩაში ქალი ვიპოვეთ ორი პატარა ბავშვით.

მათი ბებოა და პატარებს ზრდის უდედმამოდ… ავადმყოფია, ვერც მუშაობს და იძულებული გახდა მოწყალება ითხოვოს… არ იცით ისეთი საწყალი ქალია… ეგრევე ტირილს იწყებს, ლაპარაკისას, გული გამისკდა მართლა… არსებობენ მხოლოდ სოციალურით, რომელიც ბინის ქირისთვისაც არ ჰყოფნით, რომ უბრალოდ ოთახში დაიძინონ…

ესენი მათხოვრები არ არიან, შიმშილმა გამოიყვანა ქუჩაში ქალი და ამათი შველა ძალიან მალე შეიძლება.

ვინც როგორ შეძლებთ, დამასახლებინეთ ეს ქალი, რომ გარეთ გამოსვლა აღარ მოუწიოთ. ავარიდოთ ქუჩა ბავშვებს, შეგვიძლია ორ დღეში მთლიანად შევცვალოთ მათი ცხოვრება.

გამივრცელეთ ეს ამბავი როგორც შეძლებთ, აბა ჩვენ ვიცით.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი

#GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი

#GE90TB7603845061100016

PayPal – [email protected]

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili

#სიკეთეგადამდებია“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

სასწრაფოდ ყურადღება ❗❗ ქუჩაში ქალი ვიპოვეთ ორი პატარა ბავშვით. მათი ბებოა და პატარებს ზრდის უდედმამოდ :/ ავადმყოფია, ,…

Posted by Akaa Sinjikashvily on Thursday 4 July 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g