LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუჩები თბილისში, სადაც ველოტრასები მოეწყობა

51

ველოტრასები თბილისში თავდაპირველად ჭავჭავაძის გამზირს, მელიქიშვილს, რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას, ვაჟა-ფშავალას, პეკინის და ყაზბეგის გამზირებს მოიცავს. აღნიშნული ქუჩები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ველობილიკებით. ამის შესახებ ფრანგული კომპანია ”სმუვის” წარმომადგენელმა გიორგი ლორიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მოცემული პროექტი დაკავშირებულია თბილისის გენერალურ გეგმასთან და ქალაქში ახალ ტურისტულ მარშრუტებს გააჩენეს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ”სმუვის” სპეციალისტებმა შეისწავლეს თბილისის რელიეფი. იმის მიუხედავად, რომ ქალაქი მთაგორიანია, მისი რელიეფის ძირითადი ნაწილი, ”სმუვის” სპეციალისტრების აზრით, ველოტრასების მოწყობისთვის აბსოლუტურად მისაღებია.

”ასევე გათვლისიწინებულ იქნა ჩვენი ქალაქის კლიმატური პირობები, რაც არის ძალიან კარგი – მშრალი ჰავა და უმეტესად უნალექო კლიმატი, და შესაძლოა, ამ სისტემამ იმოქმედოს მთელი წლის განმავლობაში. ამ დროისთვის, კომპანიამ შექმნა სამუშაო ჯგუფი და თბილისის მერიასთან შეთანხმებით გადაწყდება ყველა ის საკითხი, რაც საჭიროა მუშაოების დაწყებისთვის. ეს არ არის უბრალოდ ველოსიპედების გაქირავების სისტემა, ეს ძალიან დიდი სისტემაა, რომელიც სხვა სისტემებსაც მოიცავს, არის ინოვაციური და ამან უნდა გადაწყვიტოს ქალაქში ნაწილობრივ პარკინგის და საცობების პრობლემა. ეს არამარტო მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც საინეტერესო სისტემაა,” – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე კომპანიას შესწავლილი აქვს რა რაოდენობის ველოსიპედები სჭირდება ქალაქს და რა რაოდენობის ველოტერმინალები და ველოსადგომები უნდა განთავსდეს დედაქალაქის მასშტაბით.

”სმუვი” საქართველოში 6 წლის წინ შემოვიდა და ბათუმის ველოტრასებისა და ტერმინალების მოწყობა უზრუნველყო. კომპანიამ ველოტრასების სისტემა 12 ქვეყნის 20-ზე მეტ ქალაქში ველოსისტემა დანერგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g