„ვის დაუწესდა შეზღუდვა, ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ალბათ, სიას უახლოეს მომავალში, რომელიმე ესტონური ან ლიტვური არასამთავრობო ორგანიზაციისგან გავიგებთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილმა კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც დარბევებზე პასუხისმგებლები არიან.
„საერთო ჯამში, ეს გერმანიის წარმავალი ხელისუფლების კიდევ ერთი მაშველი რგოლია მილევადი პროტესტის, გაუჩინარებული ოპოზიციის მიმართ. რეალურად, თვითლუსტრაციაა იმ ძალების, რომლებიც, როგორც ჩანს, იდგნენ და დგანან ქუჩის ძალადობის უკან. მაშინ, როცა ქუჩის გადაკეტისთვის საკმარისი ხალხი აღარ ჰყავთ, ასეთი მაშველი რგოლებით ცდილობენ მილეული პროტესტის ხელახლა აგორებას.
ბუჩუკური: „ე.წ. „ოცნების“ ლიდერები, რომლებსაც გერმანიაში აქვთ განათლება მიღებული, როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს, შეიძლება, სამართლის თეორია ისწავლეს, მაგრამ ღირებულებები ვერ უსწავლიათ – გაფუჭებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა სრულად „ოცნებას“ ეკისრება“
გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში [გერმანიაში] შესვლაზე, რომლებიც დარბევებზე არიან პასუხისმგებლები.
მთავარი მოტივაცია არის ის, რომ გერმანიის ახალ მთავრობას რაიმე „მემკვიდრეობა“ დაუტოვონ, ვიდრე რაღაცის რესურსი და ბერკეტი აქვთ, ეს ურთიერთობები, ხელისუფლება მაქსიმალურად დააზიანონ. რაც შეეხება მოლოდინებს, განსაკუთრებულ მოლოდინებს არ ვიქმნით.
ჩვენი მოტივაცია მკაფიოა, ჩვენი მიზანია, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარება საერთო ინტერესების საფუძველზე. გერმანიის ინტერესი თუ იქნება, საერთო თანხვედრა გვექნება. მოწადინებული ვართ, რომ ეს ურთიერთობები განვავითაროთ და ურთიერთობებს ყველა შესაძლო ბარიერი მოვაცილოთ.
ელჩი პიტერ ფიშერი: გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა
იმედია, გერმანიის ახალი ხელისუფლების მოტივაციაც იგივე იქნება. ამ შემთხვევაში, ბევრი საერთო გადაკვეთის წერტილი და შესაძლებლობა გვექნება, რომ ურთიერთობები აღვადგინოთ, თუმცა ეს გერმანიის ახალ ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული“. – განუცხადა პირველ არხს ლევან მახაშვილმა.