პოპულარულმა ამერიკელმა ხელოვანმა ბრედლი თეოდორმა Rolls-Royce phantom მოხატა. ნიუ–იორკელმა არტისტმა არაბი კლიენტის დაკვეთით იმუშავა და მდიდრული ლიმუზინისგან ეპატაჟური არტ–ობიექტი დაამზადა.
ბრედლის „ფანტომი“ იმდენად მაგარი გამოვიდა, რომ გულგრილს არავის ტოვებს. მოხატული სედანი ბრენდის სხვა მოდელებს შორისაც გამორჩეულია. დუბაელმა დილერმა არტ – ობიექტი „ფუფუნებისა და ხელოვნების შერწყმად“ დაასახელა.
Rolls-Royce–ის მფლობელმა თეოდორს უფლება მისცა რომ მთელი კრეატიულობა გამოეყენებინა და თავი არაფერში შეეზღუდა. თუმცა, ეს მხოლოდ ვიზუალს შეეხო და ინტერიერი ხელოვანს არ ანდეს, შიგნით ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობაში შენარჩუნდა.






