LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუჩის მუსიკოსებად გადაცმული კრისტინა აგილერასა და ჯიმი ფელონის სიურპრიზი ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს (ვიდეო)

207
636646435978051992-NUP-183320-0543

კრისტინა აგილერამ და ჯიმი ფელონმა ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს.

საქმე ისაა, რომ ქუჩის მუსიკოსებად გადაცმულმა ამერიკელმა ვარსკვლავებმა მეტროში პერფორმანსი გამართეს, რა დროსაც ისეთი ჰიტები შეასრულეს, როგორებიც, არეტა ფრანკლინის Think და თავად იქსთინას Fighter-ია.

სახალისო ექსპერიმენტმა მგზავრების ყურადღება მალევე მიიპყრო, რამაც როგორც ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, საბვეის ხაზის პარალიზება გამოიწვია.

https://www.youtube.com/watch?v=tPwuLLL64HM

აღსანიშნავია, რომ 38 წლის შემსრულებელი მსგავს შემოთავაზებებს ხშირად თანხმდება. ცოტა ხნის წინ, ის ერთ-ერთი სწრაფი კვების რესტორნის სამზარეულოში დაიმალა, საიდანაც მომხმარებლებზე დაკვირვებით, სიმღერების ტექსტებს ცვლიდა და მათ უმღეროდა.

კრისტინა აგილერამ ლოს-ანჯელესის მაცხოვრებლებს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო (ვიდეო)

შეგახსენებთ, რომ კრისტინა აგილერა აქტიურ მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა. 13 წლის შემდეგ, ის ევროპულ ტურნეში გაემგზავრება, პირველად კარიერის განმავლობაში კი, ლას-ვეგასის რეზიდენტის ამპლუას მოირგებს.

13 წლის შემდეგ, კრისტინა აგილერა ევროპულ ტურნეში გაემგზავრება (ფოტო/ვიდეო)

კრისტინა აგილერა ლას-ვეგასის რეზიდენტი გახდა (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები