LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუდების დიდი არჩევანი დიზაინერ თამუნა ზაუტაშივილის კოლექციაში

502

ქართველი დიზაინერის თამუნა ზაუტაშვილის კოლექციაში ქუდების დიდი არჩევანია.

”ჩემს კოლექციაში მსურველებს ქუდების დიდი არჩევანი ელოდება, ესაა ჩემი ხელით

შეკერილი მოდელები,  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ორიგინალურობით ნამდვილად გამოირჩევა. მასალად ვიყენებთ შიფონს, ტრიკოტაჟს, ზამთრის მოსვლასთან ერთად ბეწვსაც. მათი ფასი საქართველოში 150 ლარიდან იწყება. მთავარი ისაა, ჩემი შეკერილი ქუდები ნებიმიერ ადგილას, ამინდის მიუხედავად,

შეგიძლიათ მოირგოთ.” – განაცხადა ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა თამუნა ზაუტაშვილმა.

დიზაინერის ქუდებზე საზღვარგარეთ დიდი მოთხოვნაა. თავად  დიზაინერი იხსენებს, რომ მისი საქმიანობა მას შემდეგ განვითარდა, რაც 2012 წელს მილანში გამართულ ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა, ამბობს, რომ დღესდღეობით ძირითად შეკვეთებს საზღვარგარეთიდან იღებს –  რუსეთიდან, ბაქოდან, მილანიდან.

” თავდაპირველად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ვკერავდი, შემდეგში უკვე  გადავწყვიტე, საყვარელი საქმე ბიზნესად მექცია და ასეც გამოვიდა.”- ამბობს დიზაინერი.

დიზაინერი დამოუკიდებლად მუშაობს, ამჟამად მას დიდი შეკვეთა აქვს ბაქოსა და მილანში, ამიტომაც ამ სეზონზე დატვირთული რეჟიმით  იმუშავებს.

მსურველებს საქართველოში სასურველი ქუდის შერჩევა ონლაინ შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები