LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქუდზე კაცი ნამდვილად გამოვა, ოღონდ არა მის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ“ – ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილზე

130
ნიკა მელია

„ბიძინა ივანიშვილი საუბრობს იმას, რისი შესაძლებლობაც მას აქვს, ქუდზე კაცი ნამდვილად მოვა, ვეთანხმები, მაგრამ არა მის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ“, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებებს.

ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების დასრულებისა და ქართველი ხალხისგან მაღალი ლეგიტიმაციის მოპოვების შემდეგ დაიწყება პროცესი, რომელიც დასრულდება დამნაშავეების გასამართლებით და მკაცრად დასჯით!“

ნიკა მელიას თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი და საქართველოს საერთაშორისო ქომაგები საკუთარ სათქმელს იტყვიან:

„ის [ბიძინა ივანიშვილი] ერთი მხრივ ანუგეშებს საკუთარ მხარდამჭერებს, მეორე მხრივ, ცდილობს დაიყოლიოს ადამიანები – საარჩევნოდ სიაში, მაგალითად, 73-ედ რომ წერენ რეგიონის წარმომადგენელს „ქართული ოცნების“ სახელით, იმ ადამიანს აღარ სჯერა, რომ პარლამენტში მოხვდება – ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაარწმუნოს ეს კატეგორია, რომ ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის.

შეუძლებელია ევროკავშირის წევრობა გინდოდეს და ამ დროს იმუქრებოდე, რომ ყველა განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება იქნება გაუქმებული და ყველა პარტია იქნება განადგურებული.

ვფიქრობ, ქართველი ხალხი, ჩვენი საერთაშორისო ქომაგები 26 ოქტომბერს ერთად იტყვიან საკუთარ სიტყვას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენს ქვეყანაში ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის გადარჩენას, განვითარებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე ფიქრობს, მეორე მხარეს კი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც სახელმწიფოს მტრობს და უცხოურ ინტერესებს ემსახურება“

ნიკა მელია ოლიგარქ ივანიშვილის პროპაგანდაზე

"ქუდზე კაცი ნამდვილად გამოვა, ოღონდ არა მის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ" | ნიკა მელია ოლიგარქ ივანიშვილის პროპაგანდაზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 26 აგვისტო, 2024

ბიძინა ივანიშვილი: „ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს განსაკუთრებით მოვუფრთხილდებით და კონსტიტუციის დონეზე დავიცავთ… გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g