LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Queen YouTube-ის მილიარდიანი ნახვის კლუბში მეორედ შევიდა

141
photo-collage.png (67)

Queen-ის ჰიტის – Don’t Stop Me Now კლიპმა YouTube-ზე 1 მილიარდ ნახვას გადააჭარბა.

შედეგად, 1978 წლის სიმღერის ვიზუალი შევიდა YouTube-ის მილიარდიანი ნახვის კლუბში, რაც წარმოადგენს ვიდეოპლატფორმის სიმბოლურ კრებულს, რომელშიც ის მუსიკალური რგოლები ხვდება, რომლებიც 1 მილიარდზე მეტ ნახვას აგროვებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ზღვარი საკულტო ბენდმა მეორედ გადალახა. კოლექტივი პირველად თემატურ სიაში 1975 წლის სინგლის – Bohemian Rhapsody კლიპით, 2019 წელს მოხვდა.

საინტერესოა, რომ ,,ბოჰემური რაფსოდიის” ვიზუალი პლატფორმის ისტორიაში პირველი 1990-იან წლებამდე გამოშვებული ვიდეოა, რომელმაც ნახვების მილიარდიანი ბარიერი გადალახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები