ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის „ქუინის“ ვოკალისტი ადამ ლამბერტი ისევ შეყვარებულია. მუსიკოსის ახალი რჩეულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. წყვილი პაპარაცებმა ერთად მეხიკოს სანაპიროზე გადაიღეს, სადაც ისინი საკუთარ გრძნობებს არ მალავდნენ. გასულ წელს ადამ ლამბერტი მოდელს, ხავი კოსტა პოლოს დაშორდა და მას შემდეგ მის პირადზე არაფერია ცნობილი.
ადამ ლამბერტი ახალ ფოტოებზე ბედნიერი ჩანს, მას არც პაპარაცების არ გამოჩენა აფრთხობს და ის არც ახალი რჩეულის დამალვას ცდილობს. მედიამ 38 წლის მომღერლის ახალი ბოიფრენდის ვინაობა ვერ გაარკვია, სავარაუდოდ, ოფიციალურ განცხადებას წყვილი მალე გააკეთებს.