,,ღვინო დუდუკი ქალების” სტუმრები ჯგუფი ,,ქუინთესენსი” და მათი ხელმძღვანელი ბუკა კარტოზია იყვნენ, გადაცემის ფარგლებში მათი ორი ნამუშევრის რადიო პრემიერა შედგა, ასევე ხელმძღვანელმა ანსამბლის შექმნის ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, როგორც გაირკვა ,,ქუინთესენსი” ახალი წლისთვის განსაკუთრებულ პროგრამას ამზადებს, რომელშიც არაერთი სოლისტი და ინსტრუმენტალისტი მიიღებს მონაწილეობას.
საიდან გაჩნდა იდეა შესანიშნავი ექვსეულის ერთად შეკრების?
ბუკა კარტოზია:
იდეა საქართველოს ჯაზ-სექსტეტიდან მოდის, სადაც მე ვმღეროდი, ათწლიანი არსებობის შემდეგ ეს ანსამბლი დაიშალა და სულ მქონდა სურვილი, რომ რაიმე მსგავსი არსებულიყო, ამერიკიდან 15 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დავბრუნდი თუ არა მაშინვე ბავშვების ანსამბლის შექმნა გადავწყვიტე , რომელშიც პატარები იმღერებდნენ რთულ ნაწარმოებებს და თან იმღერებდნენ კარგად. შევეჭიდე ამ ძალიან რთულ საქმეს, ასეთ ნაბიჯს ამ გამოცდილების შემდეგ აღარ გადავდგამდი, გიორგი თორაძე, ამ ჯგუფის ყველაზე ხანდაზმული წევრი, დამეთანხმება რა სირთულეებთან არის მსგავსი ტიპის ანსამბლის წარმატება დაკავშირებული.
გიორგი თორაძე:
ბუკა, პირველ რიგში, ჩვენი ძალიან ახლო მეგობარია და საერთოდაც ჩვენ ყველა ერთმანეთის ახლო მეგობრები ვართ, რაც განაპირობებს სწორედ იმას, რომ პროდუქტი, რომელსაც ვქნით უმეტესობისთვის, მოსაწონია.
ბუკა, დიდ ზღვაში ექვსი მარგალიტი გყავს არჩეული, რა არის თქვენი ასეთი წარმატების მიზეზი …
დიდი შრომა და ენერგიის ხარჯვაა საჭირო, მაგრამ მთავარი ნიჭიერებაა, ძალიან გამიმართლა, რომ დასაწყისიდანვე ნიჭიერი ბავშვები მოვიდნენ ჩემთან, ახლა უკვე გაიზრდნენ, მაგრამ ყველა მაინც ბავშვებს ეძახის რაც არ მოსწონთ.
ბუკა, რითი გაახარებ ქართველ მსმენელს მომავალში?
პროგრამა რომელიც თბილისობას შესრულდა, არის ძალიან მცირედი სრულ ვერსიასთან შედარებით, ,,ძველი თბილისის სურათები” დავარქვით, ქალაქური მუსიკის მარგალიტებია ჩვენ ჟანრში გაკეთებული და ახალი წლისთვის ვემზადებით, სწორედ ახალ წელს წარმოვადგენთ ამ პროგრამას. სოლისტები, ინსტრუმენტალისტები და ჩვენ, საკმაოდ მაშტაბური პროექტია.
პრემიერა გვაქვს და მოგვიყევი ამის შესახებ?
კლასიკოსი კომპოზიტორების ჩვენს ჟანრში გადაკეთება ცოტა სარისკო საქმეა, მითუმეტეს რევაზ ლაღიძის, რომელიც ჩემი საყვარელი კომპოზიტორია. ეს ნაწარმოები ,,საჭიდაო” ორი წლის წინ არის ჩაწერილი, ძალიან ბევრ ფესტივალზე და დიდ სცენებზე შესრულდა ამ პერიოდის განმავლობაში , უბრალოდ ამ დრომდე არ გაჟღერებულა რაიდოში. მეორე ნაწარმოები რომელსაც დღეს დავაპრემიერებთ ეს არის ”კრიმანჭული”.
მადლობა სტუმრობისთვის…
Quintessence – საჭიდაო
Quintessence – კრიმანჭული
გადაცემის აუდიოჩანაწერი
Quintessence – ჩამოასხი ერთიც უნდა დავლიო. Live
Quintessence – მადლობელი ვარ. Live
ბუკა კარტოზია & Quintessence. ვიდეო კოლაჟი
Quintessence – კრიმანჭული. Live
ფოტოები