LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდებმა 100 ცალი მარჯვენა ფეხსაცმელი მოიპარეს

104
Screenshot 2024-10-24 130053

აშშ-ში ქურდები ტანსაცმლის მაღაზიაში შეიჭრნენ და უცნაური ქურდობა ჩაიდინეს. ინციდენტის შესახებ Metro წერს.

შემთხვევა ქალაქ ცინცინატში, ოჰაიოს შტატში მოხდა. როდესაც მაღაზიის მეპატრონე ნანტერ ემიგატი ადგილზე მივიდა, იატაკზე ფეხსაცმლის 100-მდე გახსნილი ყუთი დახვდა დაყრილი. ნანტერი ყველაზე მეტად იმ ფაქტმა გააკვირვა, რომ ყუთებში მხოლოდ მარჯვენა ფეხის ფეხსაცმელები აკლდა. გარდა ფეხსაცმლისა, ქურდებმა ხელს გააყოლეს ასევე ტანსაცმელი და პირადი ნივთები, რომელსაც მაღაზიის თანამშრომლები სამსახურში ინახავდნენ.

მეპატრონემ ქსელში სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გამოაქვეყნა. ვიდეო რგოლში ჩანს, რომ ქურდები სამნი იყვნენ: ორი მამაკაცი და ერთიც ქალი. ამასთან, ერთ-ერთი მძარცველი კოჭლობდა. ნანტერს იმედი აქვს, რომ ქალაქის მაცხოვრებლები ბოროტმოქმედებს ამოიცნობენ და საქმის გახსნაში დაეხმარებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები