LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება. ხელის მოკვეთა აუცილებელია უსაფრთხოებისთვის: თალიბანის ლიდერი

129
ნურადინ ტურაბი - თალიბანის ლიდერი

თალიბანის ლიდერი მულა ნურადინ ტურაბი აცხადებს, რომ ავღანეთში მძიმე დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდება და ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება.

როგორც ნურადინ ტურაბმა „ასოშიეთედ პრესს“ განუცხადა, „ვერავინ ვერ ეტყვის მათ, რა უნდა იყოს კანონი, რადგან ისინი მიჰყვებიან ისლამს, შესაბამისად კანონი ისლამზე იქნება დაფუძნებული“.

„ჩვენ ყველა გვაკრიტიკებდა, როდესაც სტადიონებზე ვსჯიდით ადამიანებს, მაგრამ ჩვენ მათ კანონებსა და სასჯელზე არასდროს არაფერი გვითქვამს. ვერავინ გვეტყვის, რა უნდა იყოს კანონი. ჩვენ მივყვებით ისლამს და კანონი ყურანზე იქნება დაფუძნებული.

ხელის მოკვეთა აუცილებელია უსაფრთხოებისთვის. ეს სხვა ადამიანებს აკავებს ქურდობისგან“, – აცხადებს თალიბანის ლიდერი.

magti 5g